
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება თბილისს, 1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე გათბება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.






















