08:03 | 2020-04-14 ავტორი: თათია ცუკოშვილი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

15 აპრილის საღამომდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე  თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

 

„15 აპრილს, დღის ბოლოდან 16 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან ისევ გამოიდარებს და დათბება.

 

თბილისში 13-15 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 16 აპრილს გაწვიმდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან თბილი და უნალექო ამინდი იქნება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X