08:01 | 2020-04-20 ავტორი: თათია ცუკოშვილი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

20 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24+29 გრადუსამდე მოიმატებს.

 

21 აპრილიდან კი, მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12+17 გრადუსამდე დაიკლებს.

 

რაც შეეხება თბილისს, 19-21 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 20 აპრილს +23+25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 აპრილს +17 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X