
5 მაისი ჩათვლით საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, – ამი შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსამდე გათბება. თბილისში კი, 5 მაისს ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.






















