15:10 | 2021-12-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორია „ომიკრონით“ ინფიცირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია „ომიკრონით“ ინფიცირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ორი მოქალაქეა ინფიცირებული.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X