12:53 | 2021-08-12 ავტორი: Prime Time

როგორია პარტიების რეიტინგი- NDI-ს კვლევა

როგორია პარტიების რეიტინგი- NDI-ს კვლევა

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

 

„ზოგმა ისიც არ იცის, რომ აცრა უფასოა“ - ჟურნალისტი მირიან ჯეჯელავა ვაქცინაციის პროცესზე წერს
2021-08-12„ზოგმა ისიც არ იცის, რომ აცრა უფასოა“ - ჟურნალისტი მირიან ჯეჯელავა ვაქცინაციის პროცესზე წერს

 

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 51-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. გამოკითხულთა 30-მა პროცენტმა კონკრეტული პარტია დაასახელა, 19-მა პროცენტმა კი აღნიშნა, რომ არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.

 

მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ექვსმა პროცენტმა, ასევე ექვსმა პროცენტმა დაასახელა სხვა პარტიები. 10-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის. პასუხზე უარი განაცხადა ცხრა პროცენტმა.

 

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ავტორი: Prime Time

X