
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალი დაინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაინფიცირებულები საშუალო ასაკის ადამიანები არიან.
„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. ერთ-ერთს ორმხრივი პნევმონია აქვს. დანარჩენის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს გვიან ღამით, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 9 ტესტის პასუხს ელოდებიან.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჯიმში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 73.
ასევე, დაგაინტერესებთ:
























