
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, სასულიერო პირის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სასულიერო პირის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, სტაბილურია, თუმცა მაინც საყურადღებოებში შეიძლება მოვიაზროთ“,- აღნიშნა სოლოღაშვილმა.
ცნობისთვის, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თბილისში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ასევე ნახეთ: რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მღვდელი – სად დაინფიცირდა სასულიერო პირი






















