
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ახალშობილების მდგომარეობა სტაბილურია. სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
მისივე განმარტებით, სტაბილურია კლინიკაში მოთავსებული ორსულის მდგომარეობაც.
„ორსული ქალბატონის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. ტემპერატურული რეაქცია არ გააჩნია. განმეორებით ჩატარებულ კვლევებში არანაირი პათოლოგია არ ვლინდება. იმყოფება მეანისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ“, – ამბობს რატიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:























