
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჟურნალ „ლანცეტში“ „სინოვაკის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
„27 მაისს ჟურნალ “ლანცეტში“ გამოქვეყნდა მონაცემების ანალიზი, რომლის ფარგლებშიც, ჩინელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის მიმართ COVID-19-ის “სინოვაკის” ვაქცინის მანეიტრალიზებელი ძალა გაზომეს.
ორი დოზის მიღების შემდეგ, 76 ინდივიდის სისხლის შრატში აღირიცხა მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ვუჰანის ვარიანტის მიმართ. დაახლოებით იგივე მანეიტრალიზებელი ეფექტის მქონე ანტისხეულების ტიტრები აღინიშნა დიდი ბრიტანული ვარიანტების მიმართ. დასკვნა: უჰანის (ველური შტამი) და ბრიტანულის (ალფა) ვარიანტის მიმართ “სინოვაკის“ ძალა იდენტურია.
ანტისხეულების მანეიტრალიზებელი ძალა შემცირებული იყო ახალი კორონავირუსის ნიუ-იორკული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული ვარიანტების მიმართ“, – წერს კულუმბეგოვი.























