
ციციშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი 3 ახალშობილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ერთ ჩვილს „დელტა“ შტამი უკვე დაუდასტურდა, მეორეს კი ბრიტანული.
სამივე ახალშობილი ამ ეტაპზე კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.
„მაქსიმუმს ვცდილობთ და ჩართულია უკვე “ევექსის” კლინიკური ბორდი. რეანიმაციული ბორდი, პედიატრიული ბორდი, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩართულები არიან მათ მკურნალობაში. თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე სიახლე პოზიტიურობის კუთხით არ გვაქვს, თუმცა ისიც, რომ არ არის გაუარესება, ესეც დადებითად შეიძლება განვიხილოთ“, – აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.
დაგაინტერესებთ:























