11:20 | 2021-11-13 ავტორი: Prime Time

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 16 ნოემბერს კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიკლებს და იწვიმებს. 17-18 ნოემბერს კვლავ გამოიდარებს და ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება.

 

13-15 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 16 და 17 ნოემბერს იწვიმებს, ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემრბიდან გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

 

თბილისში 13-15 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 ნოემბერს კი იწვიმებს და +12 გრადუსი იქნება. 18 ნოემბრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. ტემპერატურა კი +14 გრადუსამდე მოიმატებს.

 

მთაში 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 16 ნოემბრიდან კი თოვლს და ელოდებიან. ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით ჰაერი მაქსიმუმ +8 გრადუსამდე გათბება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

აბა მოფრთხიალდით ჩიტებო აქეთ და ვინც არ დამეთანხმება, იქვე მიაწერეთ რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების კლინიკებში – ნინო ჭელიძე

 

კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა

 

რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო

ავტორი: Prime Time

X