
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში 2 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში, დაბლობსა და ბარში 15-20 გრადუსი იქნება.
30 აპრილს დასავლეთ საქართველოში 29, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 25 გრადუსამდე მოიმატებს.
სინიპტიკოსები თბილისში უმეტესად უნალექო ამინდს ელოდებიან. ხვალ, 28 აპრილს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს კი, 22 გრადუსამდე მოიმატებს.






















