11:44 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

როგორია ზუგდიდელი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორია ზუგდიდელი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გადმოყვანილი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა.

 

პაციენტი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან მაღალი ტემპერატურით და ხველების ჩივილით წუხელ შეიყვანეს.

 

როგორც ინფექციონისტი აცხადებს, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზების გაგზავნის აუცილებლობა არ არის და დაკვირვების შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა საჭირო ანალიზების გაგზავნა.

 

მამაკაცს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს.

 

ზუგდიდელ 67 წლის მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის 20 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 77-მდე გაიზარდა. 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

 

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X