
საქართველოს მესამე პრეზიენტი, მიხეილ სააკაშვილი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები უმცირესობაში არაინ და პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა.
„როგორც იქნა, აღიარა სიმართლე. არადა, ყოველთვის კარგი სპეციალისტი იყო და მეგონა, რომ აქამდეც იტყოდა, რაც არის სინამდვილეში.
აი რატომ იღუპება ამდენი ხალხი! ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გაორმაგდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილების“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.94%-ია.
ასევე ნახეთ: აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა – რას ამბობს თამარ გაბუნია
ასევე დაგაინტერესებთ:






















