
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს რომ ახალი ტალღის შემთხვევაში სიკვდილიანობა მაღალი იქნება, რადგან იმდენი ადამიანი არ არის აცრილი, რამდენსაც ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ.
„დავეთანხმები ბატონ თენგიზს შეფასებაში, დაგეგმილი რაც გვქონდა, იმის მეოთხედია აცრილი. როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ გვექნება მაღალი ავადობა და ძალიან მაღალი სიკვდილიანობა.
ჩვენზე გაცილებით მეტია მსოფლიოს ქვეყანაში ავადობა, მაგრამ სიკვდილიანობა არის რვაჯერ, ათჯერ ნაკლები. სერბეთში ავადობა თითქმის ისეთია, როგორც ჩვენგან, სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლებია. სერბეთს მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილი ჰყავს. ესაა გადამწყვეტი – ვიქნებით აცრილი – არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, იგივე დღეები მოგველის“,- ამბობს პაატა იმნაძე.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 5.79 %-ია.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























