13:07 | 2020-03-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობა კი არა, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ – გახარია

როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობა კი არა, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ – გახარია

როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობა კი არა, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის განმარტებით, დღევანდელი მოცემულობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო არ არის, თუმცა არც ამას გამორიცხავს.

 

„საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. ჩვენ ვამბობთ, ამ ეტაპზე ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. რაღაც მომენტში, შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებაც, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.

 

ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და შეფასებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის. ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

 

ეს არის პროცესი, ეს არის მართვის პროცესი, როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. ყველა ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ბრძოლისთვის გვჭირდება, გაგვაჩნია. როცა ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X