
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვალერი გელაშვილი ხუთგზის მაჟორიტარობისთვის ემზადება. როგორც დეპუტატმა “პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ის ხაშურის მაჟორიტარობისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. ხაშურის მაჟორიტარობისთვის ვიბრძოლებ, მითუმეტეს, თუ ხაშურთან ქარელიც გაერთიანდა, ჩემი წინაპრები ქარელიდან იყვნენ. დამიჭერს თუ არა მხარს “ქართული ოცნება“ ვერ გეტყვით. ჩემთან მათი მხრიდან არანაირი კონსულტაცია გამართულა.
ვინ უნდა გამოჩნდეს ხაშურში ჩემზე უკეთესი?! თუ ვინმე რაიონში ბევრ რაღაცას გააკეთებს, მხარს მეც დიდი სიამოვნებით დავუჭერ. დღესდღეობით ასეთი არავინ ვიცი.
რაიონში რაღაცებს ვაკეთებ. ვფიქრობ, არჩევნებში როგორც ყოველთვის, გავიმარჯვებ“,- განაცხადა დეპუტატმა.
კითხვაზე, დაუპირისპირდება თუ არა არჩევნებში სიმონ ნოზაძეს, რომელმაც 2016 წელს არჩევნები მოუგო? გელაშვილი გვპასუხობს, რომ დეპუტატები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან და კანდიდატურებს ერთმანეთს არ დაუყენებენ.
„მე და სიმონ ნოზაძე ვმეგობრობთ და მგონი, რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. მე და სიმონი შევჯერდებით და ერთმანეთს არ დავუპირiსპირებით. ჩვენ ახალგაზრდები არ ვართ“,- განაცხადა გელაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ბიზნესმენი და დეპუტატი ვალერი გელაშვილი V, VI, VIII მოწვევის პარლამენტში ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მას 2016 წელსაც სურდა ხაშურის მაჟორიტარობა, თუმცა არჩევნები “მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ მოუგო.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























