16:49 | 2021-11-04 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ სითხეს, წყალსა და ჩაის იღებს – ზაალ უდუმაშვილი

როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ სითხეს, წყალსა და ჩაის იღებს – ზაალ უდუმაშვილი

“სამარცხვინოები არიან, როდესაც ხელისუფლება მოშიმშილე პატიმარს მოუწოდებს გაასაჯაროოს, რა სითხეს იღებს ის”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.​

 

„ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, მიხეილ სააკაშვილი სითხეს იღებს მხოლოდ, წყალსა და ჩაის. ამაზე არის ახლა საუბარი? სირცხვილია უბრალოდ. საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ ექცევა ხელისუფლება მოშიმშილე პრეზიდენტს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს არ ეყოფა იმის გამბედაობა, რომ პენიტენციურ სამსახურს თავისი კვების რაციონისა და დღის რეჟიმის გასაჯაროების უფლება მისცეს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X