20:38 | 2020-05-09 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როკ-ენ-როლის პიონერი, რიჩარდ პენიმანი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

როკ-ენ-როლის პიონერი, რიჩარდ პენიმანი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

როკ-ენ-როლის პიონერი, რიჩარდ პენიმანი, იგივე Little Richard 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. პიონერის გარდაცვალების მიზეზი უცნობია

 

Little Richard-ის ჰიტებში შედის Good Golly Miss Molly, Tutti Frutti, Long Tall Sally და სხვა.

 

Little Richard ამერიკელი მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი, როკ-ენ-როლის ერთ-ერთი პიონერი 1932 წლის 5 დეკემბერს დაიბადა. ის როკ-ენ-როლის „დიდების დარბაზის“ ერთ–ერთი პირველი წევრია, სადაც ის 1986 წელს გაწევრიანდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X