
გაიცანით საქართველოს პარლამენტის მოქმედი და 4 ყოფილი თავმჯდომარე, რომლებიც ახლა მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები არიან.
ისინი „რუსთავი 2“-თან ყვებიან თავიანთ წარსულზე, იხსენებენ სახალისო ამბებს და გვიყვებიან მათ გატაცებებზე.
„როკს ვანიჭებ უპირატესობას. გვქონდა უბნის ბენდი, სადაც ვასრულებდით კომპოზიციებს. ეს ყველაფერი იყო სტუდენტობის პერიოდში და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ეს საქმიანობა ვეღარ გავაგრძელეთ
ხანდახან ვახერხებთ ფეხბურთის და კალათბურთის თამაშს“, – ამბობს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„ლიონელ მესი მე თვითონ აღმოვაჩინე. პირველივე მისი თამაში ბარსაში, რომ ვნახე, ვთქვი მოიცა აქ რაღაცა ხდება“, – ჰყვება ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
„ცხოვრება ასეა, ხან იქნები პარლამენტის თავმჯდომარე, ხან რიგითი დეპუტატი, ხან დეპუტატიც აღარ იქნები. აგერ ორი თვის წინ სულ უმუშევარი ვიყავი“, – ამბობს დავით ბაქრაძე.
პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ ინგლისში ბარმენად მუშაობდა.
„ბარმენობა იყო ძალიან საინტერესო საქმიანობდა. ინგლისში ძალიან ბევრი ლუდი აქვთ და უნდა იცოდე, რომელი რანაირად უნდა ჩამოასხა… რა კარგია პასუხისმგებლობის გარეშე, ერთადერთი კოქტეილი სწორად გააკეთო“, – ჰყვება კახა კუჭავა.
ნახეთ ვიდეო






















