17:14 | 2020-04-01 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რომ არა საქართველო, ეს ადამიანები განწირულები არიან – რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში

რომ არა საქართველო, ეს ადამიანები განწირულები არიან – რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში

რუსეთმა განაცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალობა აფხაზეთში ადგილზე უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს – რომ არა საქართველო ეს ადამიანები განწირულები არიან, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ტავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ ცალკეული პირები გვირეკავენ და გვაწვდიან ინფორმაციას. იმ ოფიციალურ ინფორმაციას, რაც იქ ვრცელდება ჩვენ ვავსებთ ამ წყაროების საშუალებით. ანუ ჩვენი ნაცნობი ადამიანები გვირეკავენ და გვეუბნებიან რეალურად რა ხდება იქ.

 

სიტუაცია არის ძალიან რთული, ჯერჯერობით თითქოს არ არის გამოვლენილი დაინფიცირებული ადამიანი. მე ვგულისხმობ გალს იქით, მაგრამ ბევრს ამის არ სჯერა.

 

ადგილობრივ ექიმებს და ცალკეულ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი არის აფხაზეთში, მაგრამ იქ არ არის საშუალება რომ გამოავლინონ.

 

რუსეთმა განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალობა აფხაზეთში ადგილზე უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს – რომ არა საქართველო ეს ადამიანები განწირულები არიან“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

არ მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც წავიდნენ საქართველოში სამკურნალოდ, ჯადოქრებივით უნდა დავწვათ - აფხაზი ჟურნალისტი
2020-04-01არ მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც წავიდნენ საქართველოში სამკურნალოდ, ჯადოქრებივით უნდა დავწვათ - აფხაზი ჟურნალისტი
         
ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით გადმოყვანილი ქალის კონტაქტების სიაში ოთხი ექიმია
2020-03-31ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით გადმოყვანილი ქალის კონტაქტების სიაში ოთხი ექიმია

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X