15:17 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

რომ მცოდნოდა, რაც დამემართებოდა, მაინც ვიმუშავებდი – რას ყვება ინფიცირებული ექიმი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა

რომ მცოდნოდა, რაც დამემართებოდა, მაინც ვიმუშავებდი – რას ყვება ინფიცირებული ექიმი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დაინფიცირებული ექიმი იმ დღეს იხსენებს, როდესაც მას ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტი მოუწია. ამის შესახებ იგი „იმედის“ ეთერში საუბრისას ყვება.

 

როგორც სირანუშ კაზაროვა ამბობს, ინფიცირებული პაციენტი ბოქსირებული პალატიდან გამოვიდა და გარეთ გასვლა უნდოდა. მედიკოსმა მისი შეჩერება შეძლო, რა დროსაც იგი დაინფიცირდა.

 

„პაციენტი როდესაც გამოვარდა ბოქსიდან, მე აღჭურვილობა უკვე მოხსნილი მქონდა. ცდილობდა გარეთ გამოსვლას, სადაც ბევრი ხალხი იყო. შევეცადე მის გაჩერებას. ალბათ სწორედ ამ დროს მოხდა ჩემი დაინფიცირებაც.

 

„სადაა ფეხები?!- დაიძახა ექიმმა და გოგონას მოჭრილ ტერფებს, ყუთიდან, გამდნარი თევზი ამოჰყვა...“ - როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელიც ქართველმა ქირურგმა გადაარჩინა
2020-06-01„სადაა ფეხები?!- დაიძახა ექიმმა და გოგონას მოჭრილ ტერფებს, ყუთიდან, გამდნარი თევზი ამოჰყვა...“ - როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელიც ქართველმა ქირურგმა გადაარჩინა

 

პირველი სიმპტომი იყო თვალის ტკივილი. რადგან თვალი ამტკივდა გავიზომე სიცხეც და 37 მქონდა. “,- ყვება სირანუშ კაზაროვა.

 

მისივე თქმით, ტესტის პასუხის არ შეშინებია, რადგან ყველაფრისთვის მზად იყო. იგი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კოვიდ ინფიცირებულებთან კვლავ იმუშავებს.

 

„რომ მცოდნოდა, რაც დამემართებოდა, მაინც ვიმუშავებდი. ახლაც რომ ვიცოდე, ჩემს საავადმყოფოში გაგრძელდება კოვიდ პაციენტების მკურნალობა, მაინც გავაგრძელებ მუშაობას, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე და ცხოვრებაა. ყველზე რთული სტაციონარში ყოფნისას ის იყო, რომ მედპერსონალს ვერ ვეხმარებოდი“,- აღნიშნავს იგი.

 

დღეს სირანუშ კაზაროვა უკვე გამოჯანმრთელებულია.

ავტორი: Prime Time

X