22:30 | 2021-11-28 ავტორი: Prime Time

რომან გოცირიძე: გორის ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება

რომან გოცირიძე: გორის ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პალატასთან ახლოს დგას მანქანა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს.

 

ჩალაძის თქმით, მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს.გიორგი ჩალაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავს.

 

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე იუმორით გამოეხმაურა.

 

„გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა, სინამდვილეში ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება“, – წერს რომან გოცირიძე.

 

ავტორი: Prime Time

X