13:07 | 2021-10-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რომანი გოგონასთან, რომელიც სააკაშვილმა გუშინ გამოაჩინა, 2020 წელს დასრულდა – უკრაინული პრესა

რომანი გოგონასთან, რომელიც სააკაშვილმა გუშინ გამოაჩინა, 2020 წელს დასრულდა – უკრაინული პრესა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და უკრაინელი პოლიტიკოსის ლიზა იასკოს რომანის შესახებ უკრაინული პრესა ჯერ კიდევ 2020 წელს აქტიურად წერდა.

 

ადგილობრივი მედია, სააკაშვილის და აისკოს ურთიერთობას 2020 წლის მთავარ რომანსაც კი უწოდებდა.

 

პაპარაცებმა წყვილი ერთად გასული წლის ზაფხულში შენიშნეს.

 

Роман Саакашвили и Ясько неожиданно закончился, - СМИ

 

ukranews-ის ინფორმაციით, გოგონა პერიოდულად მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში, სოფელ ლისნიკში (კიევის ოლქი) ცხოვრობდა.

 

მაგრამ, როგორც უკრაინელი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, რომანი დასრულდა და სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაზრდილა.

 

ლიზა იასკოსთან დაახლოებული წყარო ამბობდა, რომ გოგონას დეპრესია ჰქონდა, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა უკრაინაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა.

 

უკრაინული პრესა წერდა, რომ ლიზა იასკო „ბრწყინავდა ბედნიერებისგან“, მიუხედავად პარტნიორთან დიდი ასაკობრივი სხვაობისა.

 

ყველასთვის მოულოდნელად, მას შემდეგ რაც ძებნილი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამართალდამცავებმა დააკავეს, სოციალურ ქსელში ლიზა იასკომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ მან ახალი ოჯახი შექმნა.

 

 

„დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად, ჩვენ გვაქვს ჩვენი ერთობლივი ოჯახი, ჩვენ გვინდა რომ ყველამ გაიგოს ჩვენი ამბავი და გვისურვოს ბედნიერება“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ლიზა იასკოს თქმით საქართველოში სააკაშვილის წამოსვლამდე ჩაწერეს.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X