
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულები ჰყავს რომანოვების კლასტერს.
ორმოცის სუფრაზე შეკრებილი პირებიდან, კიდევ ერთი დაინფიცირდა. მან კორონავირუსი ოჯახის წევრებს, დას და დისშვილს გადასდო.
იტალიურ ეზოში, სადაც დაინფიცირებული ცხოვრობს, სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა.
„მთავარის“ ინფორმაციით, რომანოვების ორმოცზე დაინფიცირებული პაციენტებს შეხება ჰქონდა მუშებთან, რომლებიც მის სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ.






















