11:51 | 2021-12-14 ავტორი: Prime Time

რომელ რეგიონებში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

რომელ რეგიონებში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.

 

14 დეკემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 699 შემთხვევა გამოვლინდა.

 

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:

 

თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა, აჭარა – 239, იმერეთი – 658, ქვემო ქართლი – 215, შიდა ქართლი – 312, გურია – 158, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 301, კახეთი – 170, მცხეთა-მთიანეთი – 131, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

 

ცნობისთვის, 14 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით  3 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 49 ადამიანი კი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი  7.49%-ია.

ავტორი: Prime Time

X