11:29 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

რომელ რეგიონებში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა – ბოლო მონაცემები

რომელ რეგიონებში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა – ბოლო მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.

 

19 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 862 შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების ზრდით გამოირჩევიან ასევე იმერეთი და კახეთი.

 

საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
2021-10-19საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

 

რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:

 

თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 1 151, ქვემო ქართლი – 353, შიდა ქართლი – 389, გურია – 140, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412, კახეთი – 912, მცხეთა-მთიანეთი – 139, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 60.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 36 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.15%-ია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X