11:17 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა – ბოლო მონაცემები

რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა – ბოლო მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.

 

28 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 359 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო პერიოდია ეპიდსიტუაცია გართულდა კახეთშიც, სადაც დღეს ვირუსის 617 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 225, იმერეთი – 1 060, ქვემო ქართლი – 256, შიდა ქართლი – 349, გურია – 156, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 493, კახეთი – 617, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 59.

 

ცნობისთვის, 12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 37 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი  10.01%-ს შეადგენს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X