
თბილისის ვიცე- მერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე იმოძრავებს, პირბადის ტარება კი კვლავ სავალდებულოა.
„მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იქნება საღამოს „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირა. რაც მთავარია, ტრანსპორტში პირბადის ტარება იქნება სავალდებულო.
კონტროლი მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე ადამიანი არ დაიშვება, გაკონტროლდება მეტროს შესასვლელები და ავტობუსების შემთხვევაში არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან მგზავრი პირბადეს მოიხსნის”,- განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამოქმედდება. საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.






















