21:36 | 2021-08-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რომელ სკოლებში განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში – გადაწყვეტილება ცნობილია

რომელ სკოლებში განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში – გადაწყვეტილება ცნობილია

სკოლების ნაწილმა შესაძლოა, სწავლის განახლებაზე მიიღოს თანხმობა. აღნიშნული ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

ტკბილი საწამლავი - დანამატები და არომატები თამბაქოში, რომელიც ჯანმრთელობას ანგრევს
2021-08-20ტკბილი საწამლავი - დანამატები და არომატები თამბაქოში, რომელიც ჯანმრთელობას ანგრევს

 

მისი განმარტებით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლებისთვის წახალისდება და უსაფრთხო სკოლის სტატუსი მიენიჭება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას იმ შეთხვევაში, თუ თანამშრომელთა 80-% აიცრება.

 

„ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი, თუმცა განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და მათი აქვთ დახლოებით 40%-მდე მონაცემი. ჩვენი მონაცემები დაახლოებით ორი კვირის წინანდელია და გასაგებია, რომ ორ კვირის განმავლობაში შეიძლება შეიცვალა და კარგია თუ ეს 40-%-ია.

 

უსაფრთხო სკოლებს ვუწოდებთ ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების, და მარტო მასწავლებლებისა არა, ადმინისტრაციული პერსონალის, ვისაც ბავშვებთან შეხება აქვს, 80% აცრილი იქნება. ამიტომ, სადაც 80-% აცრილია, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. თუ ისეთი ეპიდსიტუაცია იქნება, როგორიც დღეს არის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს თანხმობას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X