
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით მესამე დოზის დამატებაზე მსჯელობა სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება.
ივანე ჩხაიძის თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენება მეორე დოზის გაკეთების შემდეგ დაახლოებით 8 თვის შემდეგაა რეკომენდებული.
„ყველა გათვლით და ნებისმიერი ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში ბუსტერ დოზა ძალიან ადრეა. გარდა ამისა აღვნიშნავ, რომ ბუსტერის შესახებ ინფორმაცია ძირითადად „ფაიზერის“ მწარმოებლები განიხილავენ, „ასტრაზენეკა“ საერთოდ არ განიხილავს ბუსტერის აუცილებლობას.
ასევე ჯე ბუსტერი აუცილებელია. ბუსტერზე ძირითადად საუბრობს „ფაიზერი“ და ისიც 8-თვიანი პერიოდის შემდეგ. ასე, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ბუსტერის აუცილებლობა არ გვაქვს.
ჩვენთვის ახლა ყველა ვაქცინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ძალიან გვჭირდება ორჯერადი ვაქცინაციის მაღალი პროცენტის მიღწევა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, ბუსტერ დოზებისგან თავშეკავებისკენ მოუწედებს ჯანმო. მიზეზი კი ვაქცინების არათანაბარი გადანაწილებაა. მათი თქმით, როდესაც მსოფლიოში ბევრ ქვეყანას ვაქცინების დეფიციტი აქვს, მდიდარმა ქვეყნებმა ბუსტერ დოზების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























