19:02 | 2021-04-28 ავტორი: Prime Time

რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი – თალაკვაძე ვაშაძეს პასუხობს

რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი – თალაკვაძე ვაშაძეს პასუხობს

რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საპასუხოდ განაცხადა.

 

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის მართლაც განიცდიდა და ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, მათ შორის თავის ოპოზიცონერ კოლეგებთან ჰქონდა კამათი და ის დაამშვიდეს. ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, მას გავუგზავნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

 

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ამნისტიის აქტთან დაკავშირებულ დეტალებზე არჩილ თალაკვაძესთან ისეთი ცხარე დებატები ჰქონდა, რომ „კინაღამ ჰალსტუხი შემოახია“.

 

ავტორი: Prime Time

X