00:27 | 2021-05-12 ავტორი: Prime Time

რომელი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას

რომელი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ომის ვეტერანებს ფულად დახმარებას სთავაზობს. ომის მონაწილეების ოჯახის წევრები 1 000, ხოლო დაღუპული ოჯახის წევრები 500-ლარიან დახმარეას მიიღებენ.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განამრტავენ, კონკრეტულად ვის შეუძლია დახმარების მიღება.

 

ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს - დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
2021-10-29ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს - დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ

 

„საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 263 ვეტერანი გვყავს. თითოეული მათგანი რეგისტრირებულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში და მთავრობისგან ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ. რაც შეეხებათ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, კონკრეტულად, მეუღლე და დაბადებიდან შშმ შვილი, რომლებიც ასევე რეგისტრირებულნი არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 500 ლარს მიიღებენ.

 

500 ლარი ჩაერიცხება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ცოლს ან შშმ შვილს, რომლებიც ბაზაში არიან აღრიცხულნი და რომელთა მონაცემები და სიები სამსახურმა მთავრობას პირველ მაისამდე გადასცა.აღსანიშნავია, რომ ბაზების განახლება სულ მიმდინარეობს“,- უთხრეს სააგენტოში Mshoblebi.ge-ს

ავტორი: Prime Time

X