
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგები კი უკვე ცნობილია.
ამ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „პრაიმტაიმი“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა და ვთხოვეთ, ორი ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის და „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, შეეჯამებინა, რომელ პარტიას რამდენი საპარლამენტო მანდატი შეხვდება.
ხმალაძის თქმით, „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის მიხედვით მანდატები ასე გადანაწილდება.
„ქართული ოცნება” 63 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა 30 მანდატი, ევროპული საქართველო 5 მანდატი, გირჩი 4-5 მანდატი, ლელო 3 მანდატი.
ცნობისათვის, „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის შედეგები ასე გამოიყურება:
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 52.26%
საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”” -25.33%
“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 4.20 %
“გირჩი” – 3.52 %
“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 2.61%
ვახტანგ ხმალაძემ ასევე „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლებიც შეაჯამა.
“ქართული ოცნება” 49 მანდატი, “ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია” – 40 მანდატი, “ევროპული საქართველო” 6 მანდატი, გირჩი 3 მანდატი, “ლელო” – 4 მანდატი, “სტრატეგია აღმაშენებელი” -3 მანდატი, “პატრიოტთა ალიანსი” – 2 მანდატი.
ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი























