21:34 | 2020-10-31 ავტორი: Prime Time

რომელი პარტიები რჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში ეზიტპოლის შედეგებით

რომელი პარტიები რჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში ეზიტპოლის შედეგებით

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგები დაიდო.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ეგზიტპოლის შედეგების გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ცნობილი რომელი პარტიები რჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში.

 

ეგზიტპოლის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ეს პარტიები არიან:

 

 

  •  „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი”;
  •  „ტრიბუნა“;
  •  „სამართლიანობისთვის“;
  •  „თავისუფალი დემოკრატები“;
  •  “თავისუფალი საქართველო”
  •  “ქართული მარში”

4 არხის ეგზიტპოლის 4 განსხვავებული შედეგი – რომელმა პარტიამ რამდენი პროცენტი აიღო სხვადასხვა კვლევებით

 

დღეს საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართა.

 

რას გულისხმობს შერეული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება

 

აღნიშნული მოდელის მიხედვით (120:30), პროპორციული არჩევნები ჩატარდა 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე;

ავტორი: Prime Time

X