13:57 | 2021-05-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რომელი ქართველი გამოჩენილი ექიმის შვილიშვილია დეკანოზი გიორგი ჩაჩავა, რომელიც საჯაროდ აიცრა

რომელი ქართველი გამოჩენილი ექიმის შვილიშვილია დეკანოზი გიორგი ჩაჩავა, რომელიც საჯაროდ აიცრა

წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საქართველოში პირველი სასულიერო პირია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

 

მამა გიორგი გამოჩენილი ქართველი ექიმის და ქირურგის, ბატონ მიხეილ ჩაჩავას შვილიშვილია.

 

სწორედ, მიხეილ ჩაჩავას ტრადიციებსა და ვირტუალური ქირურგიული ტექნიკის მაგალითებზე გაიზარდა ქართველ ექიმთა მრავალი თაობა.

 

იგი 1960 წელს ხანგრძლივი ვადით მიწვეული იყო ქირურგთა საერთაშორისო კონგრესებზე ინგლისში. ამასთან, ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოს 1985 მისი სახელი მიენიჭა.

 

მიხეილ ჩაჩავა - ბიოგრაფიული ლექსიკონი

მიხეილ ჩაჩავა

 

ცნობისთვის, დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

 

„ქვეყანა მეტს ვეღარ გაუძლებს. ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ბავშვები ვერ დადიან სკოლაში, სპორტზე, ანუ გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია, რათა ქვეყანა გაიხსნას და ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ კალაპოტს.

 

ჩემმა მრევლმა ბევრმა გაიკეთა უკვე და მე, როგორც კი მომიწია, გავიკეთე ვაქცინა. ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს ახსნა-განმარტებითი სისტემა და ორჯერ აცრილებისთვის კოვიდშეზღუდვები ცოტა უნდა შეიცვალოს, რომ იყოს სტიმულაცია. ეს იქნება დიდი ბიძგი“, – განაცხადა დეკანოზმა.

 

 

May be an image of one or more people and indoor

ფოტო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X