21:04 | 2020-07-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დასახელდა ქვეყანა, რომელიც COVID-19-ის პანდემიიდან გამარჯვებული გამოვა

დასახელდა ქვეყანა, რომელიც COVID-19-ის პანდემიიდან გამარჯვებული გამოვა

პანდემიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა აყვავდება, ქვეყანამ აჩვენა თავისი ძლიერი მხარეები და შეძლებს კორონავირუსთან გამარჯვებული დარჩეს, განსხვავებით ამერიკასა და ჩინეთისაგან. ამის შესახებ The New York Times წერს.

 

ცხოვრება ნიღბებით და ნიღბების გარეშე - რა ხდება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში
2020-07-19ცხოვრება ნიღბებით და ნიღბების გარეშე - რა ხდება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში

 

გამოცემის ცნობით, პანდემიის პირობებში გერმანიამ მოახერხა შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები ნახევარი განაკვეთით, რაშიც კომპანიებს სახელმწიფო დაეხმარა.

რა ჯდება 2-დღიანი შიდა ტური საქართველოში? - გაეცანით, სანამ უიქენდს დაგეგმავთ
2020-06-27რა ჯდება 2-დღიანი შიდა ტური საქართველოში? - გაეცანით, სანამ უიქენდს დაგეგმავთ

 

გერმანიის მთავრობამ შეძლო გადაეხადა გადასახადები, გაეცა კრედიტები ბიზნესისთვის და ასევე პირდაპირი დახმარების წესით დახმარებოდა მოსახლეობას.

 

გერმანიის მიერ, მთლიანად დახმარების პაკეტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 55 %-ს. ქვეყანა ასევე შეთანხმდა, რომ დახმარებას გაუწევს მეზობელ ევროპულ ქვეყნებს. გერმანიას შეუძლია ყველა კრიზისული სიტუაციის გადალახვა, ამტკიცებს გამოცემა.

 

პანდემიის პირობების გათვალისწინებით, გერმანიის მშპ სავარაუდოდ, 6.3 პროცენტით შემცირდება. პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 2.2%-ით შემცირდა

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X