
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა კერძო ბაღებს არ შეეხება და ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას.
აქვე, ცნობილია, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა.























