14:19 | 2020-05-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

რომელი საგნები ლიდერობს წელს აბიტურიენტების არჩევანში

რომელი საგნები ლიდერობს წელს აბიტურიენტების არჩევანში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ საგნების სიას აქვეყნებს, რომლებიც აბიტურიენტებმა აირჩიეს. როგორც აღმოჩნდა, წელს ყველაზე დიდი უპირატესობით ისტორიის საგანი ლიდერობს.

 

ცენტრის ცნობით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასეთია:

 

ისტორია აირჩია 22 850 – ზე მეტმა აბიტურიენტმა; მათემატიკა აირჩია 12 660 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;

 

ბიოლოგია აირჩია 3 250 – მდე აბიტურიენტმა;

 

გეოგრაფია აირჩია 1 040 – ზე მეტმა აბიტურიენტმა; 

 

ზოგადი უნარები აირჩია 4500 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;

 

ლიტერატურა აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

 

სამოქალაქო განათლება აირჩია 430 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;

 

ქიმია აირჩია 2340 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;

 

ფიზიკა აირჩია 200 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;

 

ხელოვნება აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

 

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ:

 

1. ქართულ ენასა და ლიტერატურას;

 

2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები – მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას – ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X