
ივანიშვილების ოჯახი მორიგი სახალისო ვიდეოთი TikTok-პლატფორმაზე კვლავ წარდგა
ამჯერად ვიდეოში ბერას უმცროსი ძმა ცოტნეც გამოჩნდა.
ივანიშვილები ერთ-ერთ ცნობილ „ტრენდს“ იმეორებენ, კითხვებზე პასუხად ბერას დედა, ეკატერინე ხვედელიძე შვილებს ფქვილში აყოფინებს თავს.
რომელია დედისთვის ფავორიტი შვილი და რომელი მათგანი სთხოვს მას ფულს ყველაზე ხშირად, ამის შესახებ ვიდეოდან შეიტყობთ.
ბერა ივანიშვილმა დაანსონსებული კლიპების სეზონი ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა.
შვილთან გადაღებული ვიდეოს შემდეგ, ჯერი ბიძინა ივანიშვილზეც მიდგა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.






















