14:30 | 2021-03-22 ავტორი: Prime Time

რომელი ვაქცინით აიცრება ეკატერინე ტიკარაძე

რომელი ვაქცინით აიცრება ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, იგი, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

 

„მე ავიცრები, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

2021-03-22"გამთენიისას მომცა სიცხემ, 38.5 გრადუსი" - რას ყვება ექიმი, რომელმაც ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იგი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უახლოეს მომავალში აიცრება.

ავტორი: Prime Time

X