09:41 | 2021-10-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რომელი ვაქცინით აცრილი პირები შეძლებენ აშშ-ში მოგზაურობას – უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 8 ნოემბრიდან წესები იცვლება

რომელი ვაქცინით აცრილი პირები შეძლებენ აშშ-ში მოგზაურობას – უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 8 ნოემბრიდან წესები იცვლება

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 245 მილიონს უახლოვდება. 8 ნოემბრიდან შეერთებული შტატები მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს.

 

ჯო ბაიდენის ბრძანებით, ამერიკაში უცხო ქვეყნის მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის მქონე მოქალაქეები დაიშვებიან, 18 წლამდე პირებს კი კოვიდტესტისნეგატიური პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ.

ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის ოჯახს შეხვდა
2021-10-26ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის ოჯახს შეხვდა

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში შესასვლელად პირი ჯანმოსა და ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით უნდა იყოს აცრილი.

 

პარალელურად, ბუსტერ დოზისთვის Moderna-ს ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა ევროპის მარეგულირებელმა.

 

სოციალურ დისტანციაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა ტოკიოში. რთული ვითარებაა რუსეთში, სადაც გასულ დღე-ღამშეი COVID-19-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი რაოდენობა 38 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X