17:43 | 2020-06-03 ავტორი: თეონა ყაჭიური

„რომელიღაც მედიის პროდიუსინგში მოგონილი“ – ასე აფასებს მდინარაძე პრემიერის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას

„რომელიღაც მედიის პროდიუსინგში მოგონილი“ – ასე აფასებს მდინარაძე პრემიერის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეიმერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

 

როგორც იგი ამბობს, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება და ეს „რომელიღაც მედიის პროდიუსინგში მოგონილი ამბავია“

 

“ოპოზიციას სჩვევია, ბოლო დროს იგონებენ ამბავს მათი მედიასაშუალების მეშვეობით, მერე ამ ამბავზე ბრაზდებიან და ამას ვისმენთ.

კახა კალაძემ პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
2020-06-03კახა კალაძემ პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

 

ამბავი არის მოგონილი და ამ მოგონილ ამბავზე ჩვენ გვთხოვენ კომენტარს და გვთხოვენ პასუხის პასუხს. დღის წესრიგი იქმნება ამით, რაც არასწორია“,- აღნიშნავს მდინარაძე.

 

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X