
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ეხმიანება.
„არ ვწერდი ამ თემაზე არაფერს, მაგრამ უკვე ყველა ზღვარს გადასცდა რაც ხდება. სად ხართ ბავშთა უფლებების ან საერთოდ უფლებადამცველები ამდენ ბავშვს რომ აბულინგებენ.
არავინ ფიქრობთ ბავშვების ფსიქიაზე, ისედაც უმძიმესი ტრაგედია მოხდა ამ ბავშვების ცხოვრებაში და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ და კიდე აბულინგებთ. არღვევთ უდანაშუალობის პრეზუმციას.
რავი რეებს წერთ ან რეებს ლაპარაკობთ ??? რომელიმე ამ ახალგაზრდამ რომ სუიციდით დაამთავროს ცხოვრება, მერე როგორ უნდა იცხოვროთ ???
რა უბედურება ხდება. შვილმკვდარ დედას აბულინგებენ, ოჯახს აბულინგებენ. ეს რა ხდება ვის უნდა დაუჯერო ან რა უნდა მოისმინო არ ვიცი.
რას შვებით, გონს მოეგეთ დაანებეთ ამ ბავშვებს თავი და ოჯახს. არ ვიცი ეს რა არის და რა ხდება ?? სულ გააფრინეთ ამ არჩევნების წინ?? ფსიქიატრები უძლურები არიან უკვე ისეთები წავიკითხე ამ დღების მანძილზე“,- წერს სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.























