16:55 | 2020-04-20 ავტორი: Prime Time

ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც დავტოვე – ვასილ დაბრუნდაშვილმა „მთავარი“ დატოვა

ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც დავტოვე – ვასილ დაბრუნდაშვილმა „მთავარი“ დატოვა

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ სამსახური დატოვა. ინფორმაცია ამის თაობაზე თავდაპირველად “პრაიმტაიმმა” გაავრცელა.

 

ფაქტი ცოტა ხნის წინ, ნოდარ მელაძემ ოფიციალურად დაადასტურა.

 

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ მელაძესთან ერთად ტელევიზია დატოვეს ჟურნალისტებმა ვასილ დაბრუნდაშვილმა, ეკო მაღრაძემ და მაკა ანდრონიკაშვილმა.

 

“პრაიმტაიმმა” სცადა ნოდარ მელაძესთან და სხვა ჟურნალისტებთან დაკავშირება თუმცა, მხოლოდ ვასილ დაბრუნდაშვილმა გვიპასუხა.

 

– ვასილ, გავრცელდა ინფორმაცია რომ “მთავარი არხი” დატოვეთ, მართალია?

 

– რამდენიმე დღეა რაც არხი დავტოვე. თუმცა ეს არხის შიდა საკითხებია და მიზეზებზე საუბარს არ დავიწყებ.

 

– ნოდარ მელაძის წასვლამ მოახდინა გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე?

 

– ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც ტელეკომპანია დავტოვე.

 

– სად გააგრძელებთ მუშაობას?

 

– ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი, სახლში ვარ და ვისვენებ.

ავტორი: Prime Time

X