
რომში კათოლიკურ ეკლესიები 3 აპრილამდე დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ Washingtonexaminer-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომში ყველა ეკლესია დაიხურა.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო მონაცმებით 1015 ადამიანს შეადგენს. საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 15 112 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 4945 ადამიანი, 68 891 კი გამოჯანმრთელდა.






















