11:28 | 2021-10-19 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან – ზაალ უდუმაშვილი

როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან – ზაალ უდუმაშვილი

“როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

 

“თუ ყურად არ იღებს “ქართული ოცნება” რას ეუბნებიან, მაშინ ამას მოჰყვება კონკრეტული გადაწყვეტილებები, ოღონდ ეს გადაწყვეტილებები იქნება სანქციები. ყველამ კარგად დაინახა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუ ვისთან აქვთ საქმე. ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, რომელთაც არაერთხელ გადააგდეს პარტნიორები

 

. ასე რომ, მეტს აღარაფერს აპატიებენ „ქართულ ოცნებას“ და თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ამას მოჰყვება სანქციები”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

შეგახსენებთ, სხვადასხვა ქვეყნის 73 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავს.

 

წერილის ავტორების განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს, ვიდრე ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X