13:44 | 2020-04-02 ავტორი: ნინი ტაველიძე

როცა ბევრ ფიქრს იწყებ, ნელ-ნელა ხვდები, რომ გეშინია – რას ამბობს კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალი ექიმი

როცა ბევრ ფიქრს იწყებ, ნელ-ნელა ხვდები, რომ გეშინია – რას ამბობს კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალი ექიმი

27 წლის ემეკა ოკოროჩა, რომელიც ლონდონში რეანიმაციისა და ინტესიური განყოფილების ცენტრში მუშაობს და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, თავისი გამოცდილების შესახებ ყვება. ინფორმაციას buzzfeed-ი ავრცელებს.

 

ოკოროჩა ამბობს, რომ მომუშავე სამედიცინო პერსონალი ახლა უფრო დიდ ზეწოლას გრძნობს, რადგან მათ ახალგაზრდა პაციენტების, ხანდახან კი თავიანთი კოლეგების მკურნალობა უწევთ.

 

„ახლა ყველაფერი ცოტათი უფრო რთულია.

როდესაც ვირუსით ინფიცირებულ შენი ასაკის ადამიანს ან იმას ხედავ, ვისთანაც ერთადაც ადრე მუშაობდი, ერთადერთ რამეზე ფიქრობ – გააკეთო ყველაფერი, რაც შეგეძლება იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადაარჩინო.

 

არის შემთხვევები, როდესაც ზედმეტად ბევრ ფიქრს იწყებ და ნელ-ნელა ხვდები, რომ გეშინია. შფოთვა გეწყება. ამ დროს სტრესი ძალიან იზრდება.

 

ფიქრობ – რა მოხდება თუ ეს ყველაფერი არ იმუშავებს, რა მოხდება თუ ადამიანისთვის ინტუბაციის გაკეთებას ვერ შევძლებთ“,- ამბობს ის.

 

ოკროჩა აღნიშნავს, რომ მისი ყველა კოლეგა ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია.

 

თუმცა, ისინი მუდმივად ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ და თავიანთი საქმის კეთება განაგრძონ.

 

„ობიექტურობის შენარჩუნება ამ დროს ძალიან საჭიროა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმი ხარ, როდესაც წინა პლანზე იბრძვი.

 

მაქსიმალურად უნდა ეცადო სიმშვიდე შეინარჩუნო. იმიტომ, რომ როდესაც ნერვიულობას იწყებ და სუბიექტური ხდები, ბევრ შეცდომებს უშვებ“,- ამბობს ოკოროჩა.

 

მისი თქმით, ექიმები ცდილობენ თავი აარიდონ ისეთი პაციენტების მკურნალობას, რომლებსაც პირადად იცნობენ. თუმცა, ამ სიტუაციაში ეს ძალიან რთულია.

 

„როდესაც შენს კოლეგას მკურნალობა ნერვიულობის დონე ამ დროს უფრო მეტად იზრდება. ნელ-ნელა ფიქრს იწყებ – თუ ამ ექიმს ან მედდას დაემართა, მეც შეიძლება დამემართოს.

 

რა მოხდება მაშინ თუ მეც ცუდად გავხდები. რა მოხდება მაშინ, თუ სიცხე ამიწევს, ხველას დავიწყებ?

 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ თუ ახალგაზრდა ხარ, ქრონიკული დაავადებები არ გაქვს, ეს ვირუსი საშიში არაა და სანერვიულოც არაფერი გაქვს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი კარგად იცი, მაინც გეშინია, რადგან რასაც ყოველდღიურად ხედავ, ამის გააზრებას ართულებს…“, – ამბობს ის.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X