11:29 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

როცა დამნაშავე არ ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება – მეუფე იოანე სააკაშვილზე

როცა დამნაშავე არ ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება – მეუფე იოანე სააკაშვილზე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანეს განცხადებით, ვინც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს აწერს, ეს მათი სუბიექტური პოზიციაა.

მეუფე მიქაელი: მომხრე ვარ, ყველა ადამიანი გათავისუფლდეს, საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს, პეტიციაზე ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს
2021-10-14მეუფე მიქაელი: მომხრე ვარ, ყველა ადამიანი გათავისუფლდეს, საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს, პეტიციაზე ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როცა დამნაშავე დანაშაულს არ აღიარებს, შერიგება არ ხდება.

 

„რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ხელს, ეს მათი საქმეა. სუბიექტური პოზიციაა ქვეყნის ინტერესები. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. 2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო? 100 -ათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა… ახლა გაგიჩნდათ კითხვები? როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X